რა არის ანიმე/მანგა/ნოველა

アニメ / Anime / ანიმე

ანიმე – წარმოიშვა ინგლისური სიტყვისგან „Animation“ და იაპონურად ანიმაციას ნიშნავს . იაპონიის ფარგლებს გარეთ, სიტყვა „ანიმე“ ჩვეულებრივ გამოიყენება იაპონიაში შექმნილი ანიმაციიის აღსანიშნავად. სხვა ქვეყნების ანიმაციური ფილმებისგან განსხვავებით, რომლებიც უმეტესად ბავშვებისთვის არის გათვლილი, ანიმეს გააჩნია თემების ფართო არჩევანი ყველა ასაკისათვის, რის გამოც მსოფლიოში მაღალი პოპულარობით სარგებლობს. მისი სიუჟეტები მოიცავს თითქმის ყველა ჟანრს. ხშირად დაფუძნებულია მანგას ან ნოველას(Light novel) სიუჟეტებზე, თუმცა არსებობს ისეთებიც რომლებიც დაფუძნებულია ვიდეო თამაშების სიუჟეტზე ან პირდაპირ გამოდის ანიმე(მაგ.: Lycoris Recoil) და შემდეგ უკვე იწყება მანგას შექმნა(მაგ.: Girls und Panzer, Strike Witches და სხვა). ანიმეს კიდევ ერთი და ხშირად მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მისი ხატვის სტილია. ამასთან ანიმე შეიძლება დახატული იყოს, როგორც ხელით, ასევე კომპიუტერით. ანიმე იქმნება როგორც სერიალების, სარეკლამო რგოლების, ვიდეოთამაშების, ისე სრული- ან მოკლემეტრაჟიანი ფილმების სახით და ფორმატის მიხედვით ვრცელდება ტელევიზიით, ინტერნეტით, კინოთეატრებითა და DVD დისკებით.

სიუჟეტი და ჟანრები – ანიმე არსებობს ნებისმიერი ჟანრის, რომელიც კი შეიძლება შეგვხვდეს სხვა ნაწარმოებებში, იყოს ეს კომედია, დრამა სათავგადასავლო ჟანრი თუ ეროტიკა. ანიმეს უდიდესი ნაწილი შეიცავს რამდენიმე ჟანრის და თემატური ელემენტის ნარევს, რის გამოც მისი ზუსტი კლასიფიკაცია საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. ერთის შეხედვით მსუბუქი, კომედიური სიუჟეტი შეიძლება მძიმე დრამაში გადაიზარდოს, და პირიქით, თითქმის ყველა ანიმეს ახასიათებს ის, რასაც ხშირად „კომედიის ელემენტებს“ უწოდებენ.
კოდომო (იაპ.子供, Kodomo) — ანიმე ბავშვებისათვის. მაგალითად: Pokemon, Doraemon.
სეინენ (იაპ.青年, Seinen) — ანიმე მამაკაცებისათვის. მაგალითად: Cowboy Bebop. Maison Ikkoku, Kaiji , Monster .
შონენი (იაპ.少年, Shōnen) — ანიმე ბიჭებისათვის (12-დან 16-18 წლამდე). მაგალითად: Bleach, One Piece, Naruto .
შოჯო (იაპ.少女, Shōjo) — ანიმე გოგოებისათვის (12-დან 16-18 წლამდე). მაგალითად: Fruits Basket, Kare Kano.
ჯოსეი (იაპ.女性, Josei) — ანიმე ქალებისათვის. მაგალითად: NANA, Nodame Cantabilie.
ბიშონენი (იაპ.美少年, Bishōnen) — იაპონურად „ლამაზ ბიჭს“ ნიშნავს, და ]გამოიყენება შესაბამისი პერსონაჟების მქონე ანიმეების დასამახასიათებლად. მაგალითად: Fushigi Yūgi, Trinity Blood.
ბიშოჯო (იაპ.美少女, Bishōjo) — იაპონურად „ლამაზ გოგოს“ ნიშნავს, და გამოიყენება შესაბამისი პერსონაჟების მქონე ანიმეების დასამახასიათებლად. მაგალითად: Magic Knight Rayearth.
მაჰო–შოჯო (იაპ.魔法少女, Mahō Shōjo) — „ჯადოქარი გოგოები“. ანიმე მაგიური ძალის მქონე გოგოზე/გოგოებზე. მაგალითად: Sailor Moon, Mahou Shoujo Lyrical Nanoha.
მაჰო–შონენ (იაპ.魔法少年, Mahō Shōnen) — „ჯადოქარი ბიჭები“. მაქო-შოუჯოსაგან განსხვავებით, აქმ ჟანრის ანიმეში მაგიურ ძალას ბიჭები ფლობენ. მაგალითად: Shaman King, YuYu Hakusho.
მექა (Mecha) — ანიმე გიგანტური რობოტების (ან რამე სხვა მექანიკური მოწყობილობების) შესახებ. მაგალითად: Mobile Suit Gundam, Evangelion.
სენტაი/სუპერ სენტაი (იაპ.戦隊, Sentai) — ანიმე რომელშიც მოყოლილია პერსონაჟების/სუპერგმირების მუდმივი ჯგუფის შესახებ, რომელიც იბრძვის რამის ან ვინმეს წინააღმდეგ. მაგალითად: Cyborg 009.
სპოკონი (იაპ.スポ根, Spokon) — ანიმე ახალგაზრდა სპორტსმენებზე და მათ სპორტულ კარიერაზე. მაგალითად: Hikaru no Go.
ჰარამხანა (Harem) — პერსონაჟების ურთიერთობს ფორმა, როცა მთავარ გმირს ახლავს საპირისპირო სქესის რამდენიმე სხვა პერსონაჟი. მაგალითად: Love hina, Ai Yori Aoshi.

ეჩჩი (იაპ.エッチ, ecchi) — ეროთიკის ელემენტების მქონე ანიმე. მაგალითად: He Is My Master.
იაოი (Yaoi) — ანიმე ჰომოსექსუალურ კავშირზე მამაკაცთა შორის. მაგალითად: Okane ga nai, Sensitive Pornograph.
იური (იაპ.百合, Yuri) — ანიმე ჰომოსექსუალურ კავშირზე ქალთა შორის. მაგალითად: Strawberry Panic!.
შონენ–აი (იაპ.少年愛, Shōnen-ai) — ანიმე მამაკაცთა შორის სიყვარულზე. იაოისაგან განსხვავდება პორნოგრაფიული სცენების უქონობით. მაგალითად: Loveless.
შოჯო–აი (იაპ.少女愛, Shōjo-ai) — ანიმე ქალთა შორის სიყვარულზე. იურისაგან განსხვავდება პორნოგრაფიული სცენების უქონობით. მაგალითად: Yami to Bōshi to Hon no Tabibito.
ჰენტაი (იაპ.変態 ან へんたい, Hentai) — იაპონურად „გარყვნილს“ ნიშნავს და პორნოგრაფიული ანიმეს აღსანიშნავად გამოიყენება. მაგალითად: Bible Black, Immoral Sisters.

ფორმატები
როგორც ნებისმიერი სხვა კინოპროდუქცია, ანიმე იქმნება მისი შემდგომი გავრცელების ფორმატის გათვალისწინებით და ის შეიძლება იყოს განკუთვინილი საჩვენებლად ტელევიზიით, კინოთეატრებში ან გაიყიდოს ვიდეოკასეტებზე და DVD-ზე. გავრცელების ფორმატი გავლენას ახდენს როგორც ნაწარმოებების ხანგრძლიობაზე, ასევე მათ ბიუდჟეტზე რაც ხშირად პირდაპირ მოქმედებს ანიმეს საბოლოო ხარისხზე.

ტელესერიალი (TV) — ანიმე, რომელიც შედგება მოკლე 22-24 წუთიანი სერიებისაგან და განკუთვნილია ყოველკვირეული ტელეტრანსლაციისათვის. სერიის ხანგრძლიობა განპირობებულია იმით, რომ სარეკლამო ბლოკთან ერთად მან უნდა შეადგინოს სატელებიზიო ბლოკის სტანდარტული დრო — ნახევარი საათი. ხანდახან შეიძლება შეგვხდეს 12 წუთიანი სერიებიც (ბლოკის ნახევარი) და ძალიან იშვიათ შემთხვევებში 3-5 წუთიანი სერიები — უმრავლეს შემთხვევებში ისინი რომელიმე კომპანიის მიერაა შეკვეთილი რაიმე პროდუქციის სარეკლამოდ და შესაბამისად რეკლამისათვის განკუთვნილ დროს გადის. ტელესერიალი იყოფა სეზონებად რომელთა ხანგრძლიობაა საშუალოდ 12 სერიაა თუმცა არსებობს 24 და უფრო მეტი ან ნაკლები სერიებითაც.

OVA (ინგლ. Original Video Animation) — ანიმე რომელიც სპეციალურადაა შექმნილია ვიდეოკასეტებზე ან DVD-ზე გასავრცელებლად. ასეთი ანიმეს ხანგრძლიობა ერთიდან ექვს სერიამდე მერყეობს და თითო სერიის ხანგრძლიობა შეიძლბა იყოს 25 წუთიდან ერთ საათამდე და მეტიც.

ფილმი — ანიმე, რომელიც კინოთეატრებში საჩვენებლადაა განკუთვნილი. როგორც წესი, ესაა სრულმეტრაჟიანი ანიმე, რომლიც ანიმაციის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ფილმი შეიძლება წარმოადგენდეს როგორც დასრულებულ ნაწარმოებს ასევე იყოს რაიმე სხვა სერიალის დამატება.

ONA (ინგლ. Original Network Animation) — ანიმე, რომელიც ინტერნეტში გასავრცელებლადაა შექმნილი. ასეთებს მიეკუთვნება ძირითადად ჩინეთში გამოშვებულ ანიმეებს რომლბიც მოიცავენ 3D-ს, თუმცა არსებობს იპაონორუი ანიმეებიც.

漫画 / Manga / მანგა

მანგა (იაპონ. 漫画) — კომიქსის იაპონური შესატყვისია. იაპონიაში ნებისმიერი ასაკის და სქესის ადამიანისთვის გამოდის მანგა და მოიცავს ჟანრებს ანიმეს შესაბამისად. მანგა ძირითადად იბეჭდება შავ-თეთრად(იკითხება მარჯვნიდან მარცხნივ), თუმცა ფერადი მანგებიც გვხვდება. მანგას ავტორია მანგაკა (漫画家).

მსოფლის ზოგიერთ ქვეყანაში გვხვდება მანგას გავლენით შექმნილი სტილები, მაგალითად: ჩინეთი, ჰონგ-კონგი, ტაივანი — მანჰუა(„manhua“); სამხრეთ კორეაში — მანჰვა(„manhwa“).

რანობე(ნოველა) / Light Novel / Web novel

Web novel — ინტერნეტშია გავრცელებული და გვხვდება სხვადასხვა ენის.

Light Novel(რანობე) — დაბიჭდილი წიგნია ვებ ნოველის მიხედვით, აქვს ილუსტრაციები. ზოგჯერ შემთხვევაში ლაით ნოველის მიხედვით ხდება მანგას და ანიმეს შემქნა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *